Thursday, July 7, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდეაბ
"ვარიანი"
პროექტის მთვარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
სოფ. ვარიანის შესწავლა, მასზე ყველანაირი ინფორმაციის შეგროვება.

პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები გაეცნობიან ი. გოგებაშვილის სოფელს. მის ტრადიციებს. შექმნიან რუკებს და ფოტოალბომებს. გაიღრმავებენ ცოდნას პროექტხე მუშაობის უნარ ჩვევებს
პროექტის მიზნები:
ამ პროექტის მიზანია ბავშვები დაეუფლონ ჯგუფურ და წყვილებში მუშაობას.(ქ.VI.2) მათ უნდა გამოუმუშავდეს წერის (ქ.VI.10)   კითხვის (ქ.VI.9), ინტერვიუს, პრეზენტაციის წარდგენის უნარი.
მოსწავლეები დაგეგმავენ ექსპედიციას სოფ.ვარიანში.შეისწავლიან სოფლის მდებარეობას, შეაგროვებენ ფოლკლორულ მასალას. მოიპოვებენ ინფორმაციას ვარიანის წარსულსა და აწმყოზე.
მონაწილეთა ასაკი:
VI-VII კლ.
ვადები/ხანგრძლივობა:
3 თვე
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები შექმნიან მეტად საინტერესო აუდიო და ვიდეო მასალას სოფ.ვარიანზე და განვათავსებთ ბლოგზე.
გამოუშვებენ კედლის გაზეთს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი, აუდიო და ვიდეო აპარატი, ბიბლიოთეკა.
პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები):
მოსწავლეები გონებრივი იერიშის მეთოდით ასახელებენ მათთვის საინტერესო თემებს. მასწავლებლის დახმარებით ირჩევენ თემას " ვარიანი".
საპროექტო ჯგუფში 11 მოსწავლეა. ისინი ირჩევენ ჯგუფის ლიდერს. ლიდერი მასწავლებლის დახმარებიშ ქმნის 2 ჯგუფს.
I-ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას სოფ. ვარიანზე.
II-ჯგუფი მოიძიებს მასალას აგვისტოს ომის შესახებ.
შემდეგ ორივე ჯგუფი მოაწყობს ექსპედიციას ვარიანში, გადაიღებენ სურათებს, შეაგროვებენ ფოლკლორულ მასალას, დაათვალიერებენ ი. გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს.
მოსწავლეებს შევაფასებ იმისდა მიხედვით, თუ როგორ გაართვეს თავი ინფორმაციის  მოძიებას ინტერნეტში, მის  ორგანიზებას, რამდენად საინტერესოდ წარმოადგინა პრეზენტაცია.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულსასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტი პირველ რიგში კავშირშია ისტ-ის საგანთან,რადგან ბავშვები კომპიუტერის საშუალებით  მოიძიებენ ინფორმაციას თემის ირგვლივ.
გეოგრაფიასთან-ჩაატარებენ გეოგრაფიულ კვლევას, შეადგენენ რუკებს,დაადგენენ კორდინატებს.
ქართული-აგროვებენ ფოლკლორულ მასალას.
ისტორია-იკვლევენ სოფ. ვარიანის წარმოშობას.
კულტურა-სწავლობენ სოფლის ტრადიციებს და სოც მდგომარეობას.
პროექტის ხელმძღვანელი
ნაილი ადუაშვილი
ხელმღვანელის ელ.ფოსტა
nailiaduashvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
nailiaduashvili blogspot.com